ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

ავტორი : ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

book

ISBN: ISBN 978-9941-0-3541-8

გამომცემელი: ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი

ენა: ქართული

გამოცემის წელი: 2012

პუბლიკაციის ტიპი: სახელმძღვანელო

გვერდები: 68

მოკლე აღწერა:

გზამკვლევი განკუთვნილია I, V და VI კლასებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მასწავლებლებისთვის, სახელმძღვანელოების ავტორებისთვის, აღნიშნული კლასების მოსწავლეების მშობლებისთვის. გზამკვლევის მიზანია, მასწავლებლებს ეროვნული სასწავლო გეგმის ისტ სტანდარტით გათვალისწინებული წლის ბოლოს მისაღწევი შედეგებისა და ინდიკატორების გაცნობიერებაში დაეხმაროს. რიგ შემთხვევაში შედეგებსა და ინდიკატორებს თან ახლავს განმარტებები, რეკომენდაციები და სარეკომენდაციო აქტივობების ნიმუშები, რაც მასწავლებლებს გაკვეთილების დაგეგმვისა და წარმართვის პროცესში დაეხმარება. რეკომენდებულია ისტ-ის მასწავლებელმა ითანამშრომლოს სხვა საგნების პედაგოგებთან, მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ბუნებისმეტყველების გაკვეთილისთვის გამოიყენოს დედამიწის ვირტუალური გლობუსი, რუკა, გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა/პროგრამა Gოოგლე Eარტჰ. ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებელმა შესაძლებელია მოიძიოს იშვიათი ნაწარმოებები/ხელოვნების ნიმუშები. გზამკვლევში თავების მიხედვით გაეცნობით შემდეგ საკითხებს: ƒÜ პირველი კლასის სტანდარტი - აქტივობები, შენიშვნები, რეკომენდაციები მშობლებისა და მასწავლებლებლებისთვის. ƒÜ მეხუთე კლასის სტანდარტი - ინდიკატორების განმარტებები და დამატებითი ცნობები. ƒÜ მეექვსე კლასის სტანდარტი - ინდიკატორების განმარტებები და დამატებითი ცნობები. ƒÜ რეკომენდაციები მშობლებისა და მასწავლებლებისთვის. გზამკვლევის ბოლოს წარმოდგენილია კომპიუტერულ ტერმინთა ტრანსკრიფციები და განმარტებები. აგრეთვე, მოცემულია სასარგებლო წებ-მისამართების სია. გზამკვლევს ახლავს დისკი, რომელზეც ჩაწერილია: საგანმანათლებლო ტიპის სავარჯიშო თამაშები, გზამკვლევში აღწერილ აქტივობებში გამოყენებული სურათები, ტექსტური, აუდიო და ვიდეო მასალა.

მსგავსი წიგნები

დამზადებულია ITDC-ს მიერ