ეკონომიკა და სახელმწიფო

ავტორი : ნინო ტალახაძე

book

ISBN:

გამომცემელი:

ენა: ქართული

გამოცემის წელი: 2013

პუბლიკაციის ტიპი: სახელმძღვანელო

გვერდები: 135

მოკლე აღწერა:

გთავაზობთ სახელმძღვანელოს, რომლის საშუალებითაც `... შენ მიემგზავრები ეკონომიკის საოცარი
სამყაროს შესასწავლად. ეს არის ამაღლებული გრძნობა,…… გისურვებ ბედნიერ მგზავრობას!” /პოლ სამუელსონი/.
გარწმუნებთ, ეს მოგზაურობა საინტერესო იქნება. თქვენ ახალ მსოფლმხედველობას ეზიარებით, რომელიც
ნებისმიერი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანი, ამასთანავე საოცრად საინტერესოა.
ეს სახელმძღვანელო გამიზნულია ყველასთვის, ვისთვისაც სხვადასხვა არჩევანის გაკეთებისას
(საქონლისა და მომსახურების შეძენის, სამუშაოს ძებნის, პოლიტიკური ფიგურების არჩევის, ფინანსების
განაწილების თუ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისას) სწორი გადაწყვეტილების მიღება
მნიშვნელოვანია, ვისაც წარმატების მიღწევა და უკეთ ცხოვრება განუზრახავს.
სწორედ ახლა, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მზადების პროცესში, უფროსკლასელთათვის ეკონომიკის
საკითხებში გარკვევა და თანამედროვე სამყაროში ორიენტაციის უნარის შეძენა უდიდეს მნიშვნელობას
იძენს. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ხომ თქვენს მომავალს განსაზღვრავს!
წარმოდგენილი სახელმძღვანელო გახლავთ ორიენტირი თანამედროვე, XXI საუკუნის სამყაროს რეალურ
ურთიერთობებში. ავტორებმა გაითვალისწინეს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრს საკუ-
თარი ბიზნესის წამოწყების სურვილი გაუჩნდება, ამიტომ საკმაოდ დიდი ადგილი დავუთმეთ ბიზნესის
საწყისებს. თავისუფლად შეგვეძლო წიგნისთვის `პრაქტიკული ეკონომიკის გზამკვლევი~ გვეწოდებინა.
ყოველ გაკვეთილში ძირითადი ეკონომიკური კონცეფციები და პრაქტიკული სიტუაციებია განხილული.
საკლასო მოდელირება, კვლევითი პროექტები, მონაცემთა ანალიზი და დებატები ეკონომიკურ აზროვნებას
შეგაჩვევთ, რომელიც შემდგომ რეალურ პრობლემებსა და ცხოვრებისეულ სიტუაციებში გასარკვევად
გამოგადგებათ. თუ თითოეული თემის დასრულების შემდგომ საკუთარ თავს დაუსვამთ კითხვას: `რაში
გამომადგება ამ პარაგრაფში მიღებული ცოდნა?~ – პასუხის ძებნა დიდხანს არ დაგჭირდებათ. აღმოაჩენთ,
რომ, როგორც მომხმარებელმა, მოქალაქემ, მეწარმემ, პარტნიორმა, დაქირავებულმა თუ დამქირავებელმა,
უკვე იცით, როგორ მოიქცეთ კონკრეტულ შემთხვევაში.

მსგავსი წიგნები

დამზადებულია ITDC-ს მიერ