ქალაქური ზღაპარი

ავტორი : ევა ბაბალაშვილი

book

ISBN:

გამომცემელი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ენა: ქართული

გამოცემის წელი: 2015

პუბლიკაციის ტიპი: წიგნი

გვერდები: 96

მოკლე აღწერა:

ევა ბაბალაშვილი - ეს სახელი და გვარი, იქ ნებ აქამდე არც გაგიგონიათ, მაგრამ, გვერწმუნეთ, როგორც კი „ქალაქურ ზღაპარს“წაიკითხავთ, ის ძალიან ახლობელი და საყვარელი გახდებათქვენთვის.

ქალბატონი ევა არაჩვეულებრივ ნაწარმოებს გთავაზობთ.ნაწარმოები სავსეა კეთილი ადამიანებით, რომლებიც ერთდროულადმოგზაურობენ კოსმოსსა და თქვენთვის კარგად ნაცნობზღაპრების სამყაროში. აქ შეხვდებით პრინცესად ქცეულკონკიასა და თოვლის ფანტელივით მსუბუქ და მომხიბვლელფიფქიას, კეთილ გოლიათ - ჯინსა და ადამიანების სამსახურში ჩამდგარ ქალთევზას, კაისა და მათ მეგობრებს, რომლებიც „ქალაქური ზღაპრის“ გმირებთან - თქვენს თანამედროვე, ბედიასა და ნატალის თან ერთად გადადიან ზღაპრიდან ზღაპარშიდა მიზნად მხოლოდ სიკეთის ქმნა აქვთ და სახული. სიყვარულიდა სიკეთე ხომ ის ძალაა, რომელიც ბებერ მუხის ხესაც ადამიანების სამსახურში აყენებს, ერთ ჩვეულებრივ ავტომობილს -კოსმოსურ ხომალდად აქცევს და სიკეთის მქმნელს, თავადაც უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს.

„ქალაქურ ზღაპარს“ თქვენთან ერთად სიამოვნებით წაიკითხავენ უფროსებიც - ბებია და ბაბუა, დედა და მამა. ისინიც გაიხსენებენ საკუთარი ბავშვობის საყვარელი ზღაპრების გმირებს,გადმოსახლდებიან „ქალაქური ზღაპრის“ საოცარ სამყაროში და თქვენთან ერთად გაიხარებენ - ბედიას, ნატალის და მათი მეგობრების ბედნიერებით.

მსგავსი წიგნები

დამზადებულია ITDC-ს მიერ