ინკლუზიური განათლება ც ნ ე ბ ე ბ ი დ ა ტ ე რ მ ი ნ ე ბ ი

ავტორი : ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

book

ISBN: ISBN 978-9941-0-2999-8

გამომცემელი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

ენა: ქართული

გამოცემის წელი: 2012

პუბლიკაციის ტიპი: სახელმძღვანელო

გვერდები: 96

მოკლე აღწერა:

ინკლუზიური განათლება არის საგანმანათლებლო მიდგომა და იდეა, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა უზრუნველყოფს ყველა ბავშვის თუ მოზარდის ხარისხიან განათლებას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში იმის მიუხედავად, თუ რა ფიზიკური, შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, თუ სხვა მახასიათებელი გააჩნიათ. წინამდებარე ცნობარში წარმოდგენილია ინკლუზიურ და სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინების და ცნებების განმარტებები. ტერმინები მოცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ეს ტერმინები შეეხება სწავლებასა და სწავლას, ბავშვის განვითარებას. ლექსიკონი განკუთვნილია მასწავლებლებისთვის, პედაგოგებისა და აღმზრდელებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისთვის და მშობლებისთვის. ცნობარი დაეხმარება განათლების სპეციალისტებს, სტუდენტებს, განათლების ფსიქოლოგებსა და განათლების დარგში მომუშავე სხვა პროფესიის ადამიანებს. ცნობარში ინკლუზიური განათლების ცნებები და ტერმინები თემატურად არის მოცემული და ყოველი თემის ფარგლებში ანბანის მიხედვით არის დალაგებული. ცნობარში ხუთი ძირითადი თემაა შესული: 1. ინკლუზიურ და სპეციალურ სწავლასა და სწავლებასთან დაკავშირებული ცნებები და ტერმინები; 2. ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული სამედიცინო ტერმინები, დიაგნოზები და ცნებები; 3. სწავლისა და სწავლების დამხმარე ტექნოლოგიები; 4. საერთაშორისო კონვენციები და ინკლუზიური განათლების სამართლებრივი ჩარჩო; 5. ინკლუზიური და სპეციალური განათლების რესურსების სასარგებლო ელექტრონული გვერდების მისამართები მათზე განთავსებული ინფორმაციის მოკლე აღწერით; ცნობარი ასევე მოიცავს იმ ორგანიზაციების სიას, რომელებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების განათლების საკითხებზე მუშაობენ.

მსგავსი წიგნები

დამზადებულია ITDC-ს მიერ