მსოფლიო კულტურა (მოსწავლის წიგნი)

ავტორი : ქეთევან კაკიტელაშვილი, გიორგი ნიჟარაძე, ნინო ჩიქოვანი, ირაკლი ჩხაიძე, მაია ქვრივიშვილი, ივანე წერეთელი

book

ISBN:

გამომცემელი:

ენა: ქართული

გამოცემის წელი: 2012

პუბლიკაციის ტიპი: სახელმძღვანელო

გვერდები: 197

მოკლე აღწერა:

რა წარმოიდგინე, როცა ამ წიგნის სათაური წაიკითხე? ალბათ, უპირველესად, მსოფლიოს
სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა დროს შექმნილი არქიტექტურული ძეგლები, ფერწერის
ნიმუშები, ლიტერატურული და მუსიკალური ქმნილებები... მაგრამ მხოლოდ ეს არის კულტურა?
რატომ იმოსებიან და იკვებებიან ადამიანები სხვადასხვაგვარად? რატომ აქვთ განსხვავებული
წარმოდგენა სილამაზეზე, სიკეთესა და ბოროტებაზე, სამართალზე, უსამართლობაზე,
თავისუფლებაზე? რატომ ხუმრობენ, ბრაზობენ, ზეიმობენ და გლოვობენ სხვადასხვაგვარად?
რატომ ანაწილებენ განსხვავებულად დროს, რომელიც, თითქოს, ყველგან ერთნაირად
გადის?... სახელმძღვანელოს წაკითხვის შემდეგ აღმოაჩენ, რომ ეს განსხვავებები კულტურით
არის განპირობებული _ ჩვენ კულტურულად მრავალფეროვან მსოფლიოში ვცხოვრობთ.
სწორედ ეს მრავალფეროვნება _ განსხვავებები წარმოდგენებში, შეხედულებებსა და,
ზოგადად, ცხოვრების წესში _ აღგვიძრავს ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას. კულტურული
განსხვავებების ცოდნა და გაცნობიერება გვაზღვევს ქსენოფობიური და რასისტული
განწყობებისაგან, რაც არაერთხელ გამხდარა მსოფლიოს ყველაზე სისხლისმღვრელი და
ტრაგიკული მოვლენების საფუძველი. თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში, როდესაც
სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ყოველდღიურად ხვდებიან ერთმანეთს სწავლის,
მუშაობისა თუ დასვენების დროს, ეს ცოდნა წარმატებული თვითდამკვიდრების ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. კულტურული მრავალფეროვნების, როგორც ფასეულობის,
აღქმა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რადგან საქართველო
ყოველთვის იყო და დღესაც არის სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანების
სამშობლო.

მსგავსი წიგნები

დამზადებულია ITDC-ს მიერ