სკოლის ხელმძღვანელობა

ავტორი :

book

ISBN: ISBN-13:9780-0-205-57858-0

გამომცემელი:

ენა: ქართული

გამოცემის წელი: 1970

პუბლიკაციის ტიპი: სახელმძღვანელო

გვერდები: 506

მოკლე აღწერა:

თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გააზრებული გამოყენების პერსპექტივა
მეექვსე გამოცემა

ახალ გამოცემაში წარმოდგენილი მნიშვნელოვანი მოსაზრებანი
მთავარი იდეა: პასუხისმგებლობების მართვა მოიცავს იმ ფასეულობებისა და მიზნების გათავისებას, რომელთა გამო ადამიანები მოვალენი არიან შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები. პროცესის ბოლომდე მიყვანის პასუხისმგებლობა შესაძლოა იყოს ერთობლივი, მაგრამ არ შეიძლება მისი დელეგირება;
• აუცილებელია მაწავლებელი იყოს ლიდერი. ამის გარეშე შეგვიძლია შევცვალოთ პროცესის მხოლოდ გარეგნული მხარე, მაგრამ არა მისი ფუნქციონირება;
• უკეთესობისკენ რეფორმირების პროცესში სკოლის მძლავრი მაჯისცემა მისი ლიდერების წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების საუკეთესო საშუალებაა.
• სკოლის მაჯისცემის გაძლიერება მოითხოვს, კარგად გავიაზროთ, თუ რა არის ლიდერობა, როგორ ფუნქციონირებს იგი და რას წარმოადგენს ლიდერობა და სწავლა ერთდროულად.
• სოციუმად გარდაქმნის მცდელობის დროს სკოლებმა პასუხი უნდა გასცენ შემდეგ კითხვებს:
- რა უნდა გაკეთდეს სკოლის კათედრებს შორის ერთიანობის, სიახლოვისა და კოლეგიურობის შეგრძნების გაზრდის მიზნით?
- როგორ შეიძლება კათედრა ვაქციოთ უფრო პროფესიულ სოციუმად, სადაც ყველა ზრუნავს ერთმანეთზე და ეხმარება ერთმანეთს განვითარებაში, ერთობლივად სწავლასა და ხელმძღვანელობაში?
- რა სახის ურთიერთობების ჩამოყალიბებას უნდა ხელშეწყობა, რომ მშობლებს მიეცეთ საშუალება, გახდნენ ამ სოციუმის წევრები?
- როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლებს შორის და, ასევე, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობების ფორმირება ისე, რომ ისინი გახდნენ სოციუმის ნაწილი?
- როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სწავლებისა და სწავლის პირობები ისე, რომ შეძლებისდაგვარად დაემსგავსოს ოჯახურ გარემოს?
- როგორ შეიძლება, რომ სკოლა, როგორც ოჯახების გაერთიანება, უფრო მეტად დაემსგავსოს სამეზობლოს?

- რა არის ორმხრივი პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ის ფორმები, რომლებიც წარმოიშობა სკოლაში სოციუმად ჩამოყალიბების შემდეგ?

მსგავსი წიგნები

დამზადებულია ITDC-ს მიერ